პირველ სექტემბერს, 12 საათზე, მარტვილის საკრებულოს სხდომათა დარბაზში , საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია თავმჯდომარეობდა.
დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო შემდეგი საკითხები:
1. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 1 სექტემბრის რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ;
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
2.მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სსიპ ,,სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის“ უსასყიდლოდ სარგებლობის უფლებით, აღნაგობის ფორმით გადაცემის შესახებ მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
სხდომაზე მიღებულ იქნა შესაბამისი განკარგულებები.