26 აგვისტოს მარტვილის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე კიკბოქსინგის საერთაშორისო ტურნირი გაიმართა, რომელშიც ქართველი სომეხი და აზერბაიჯანელი სპორტსმენები მონაწილეობდნენ. ღონისძიება მარტვილის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერითა და კომპლექსური სასპორტო სკოლის ორგანიზებით ჩატარდა.
ჩემპიონატში სხვადასხვა წონით კატეგორიაში გამარჯვებულები კვალიფიციურმა მსაჯებმა გამოავლინეს. ჩემპიონებს მედლები, თასები და სიგელები გადაეცათ .
შეჯიბრის დასრულების შემდეგ ქალაქის ცენტრში ელექტრონული მუსიკის კონცერტი გაიმართა.