8 სექტემბერს მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. სხდომას, საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია თავმჯდომარეობდა. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოს აპარატის თანამშრომლები, გამგებლის პირველი მოადგილე გიორგი გოროზია და სხვა დაინტერესებული პირები.
დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო შემდეგი საკითხები:
1. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 8 სექტემბრის რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ;
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
2. მარტვილის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის კვარტალური შესრულების ანგარიშის (მეორე კვარტალი) დამტკიცების შესახებ;
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
/
3. ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს სამსახურებისათვის 2016 წლის საწვავისა და საკომუნიკაციო საშუალებების ლიმიტების განაწილების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის N88 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
/
4. ფრაქციის ,,დემოკრატიული მოძრაობა“ რეგისტრაციის ცნობად მიღების შესახებ.
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
/თანამომხსენებელი-რამაზ ხურცილავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე/