სოფელ კიწიის მაჟორიტარმა დეპუტატმა ონერი კუჭავამ, 13 სექტემბერს , საკუთარ ამომრჩევლებს მუშაობის ანგარიში წარუდგინა.
დეპუტატმა ონერი კუჭავამ მოსახლეობასთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ „სოფლის პროგრამით“ ოურიას უბანში გაკეთდა რკინაბეტონის გზა, ხუხუებისა და კანკიების უბანში მოიხრეშა გზა და მოეწყო სანიაღვრე არხი. სოფელ ნოღაში აშენდა სოფლის ამბულატორია.
შეხვედრაზე მოსახლეობის მხრიდან გამოიკვეთა შემდეგი პრობლემები:
1. სოფელ ნოღაში ბაღის შენებას ან ძველი შენობის გარემონტებას;
2. კიწია–ნოღას გამრიცხველიანება;
3. შიდა გზების მოხრეშვა;
4. ალერტის წმინდა გიორგის მონასტრამდე გზის რეაბილიტაცია.