“წიგნი ყველა სოფელს“

26–27 სექტემბერს მარტვილივის მუნიციპალიტეტს, „წიგნი ყველა სოფელს“ პროექტის ფარგლებში, ორგანიზაცია „სტუდენტური ერთიანობა“, დირექტორთან, ბექა ღაჟონიასთან ერთად ესტუმრა.
“წიგნი ყველა სოფელს“ – არასამთავრობო, სახელმწიფო, საქართველოს საპატრიარქოს და ბიზნეს სექტორის ერთიანი ძალისხმევით და ორგანიზაცია „სტუდენტური ერთიანობის” ორგანიზებით ხორციელდება. პროექტი რეგიონალური ცენტრებიდან მოშორებით მდებარე სოფლების მოსახლეობაში წიგნის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს „ვისოლ ჯგუფის“, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის, „პალიტრა L“-ის, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის და ქველმოქმედი საზოგადოების მხარდაჭერით მარტვილის მუნიციპალიტეტში არსებული 5-მდე ბიბლიოთეკას –მარტვილის მუნიციპალიტეტის საჯარო ბიბლიოთეკას, სერგიეთის საჯარო სკოლის ბიბლიოთეკას, გაჭედილის საჯარო სკოლის ბიბლიოთეკას, ონოღიის საჯარო სკოლის ბიბლიოთეკას და ლედგებეს საჯარო სკოლის ბიბლიოთეკას, ახალი (3000-მდე) წიგნი გადაეცა.
მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკებისათვის წიგნების გადაცემის პროცესში მონაწილეობას, ორგანიზაციის წევრებთან ერთად, უშუალოდ საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონიაც იღებდა.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content