ჭყონდიდლობა 2016

25 სექტემბერს მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო, ჭყონდიდლობის საერო საეკლესიო დღესასწაულს აღნიშნავს.
ამ დღესთან დაკავშირებით, მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში წირვა აღავლინა ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა პეტრემ (ცაავა). ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა გვირგვინებით შეამკეს წმ. გიორგი ჭყონდიდელის ძეგლი. მთელი დღის განმავლობაში ქალაქის ცენტრში არა ერთი ღონისძიება გაიმართა. მოეწყო მეგრული ყოფის ამსახველი ეთნოგრაფიული კუთხეები. ტრიფონ ხუხუას სახელობის კულტურის სახლში გაიმართა ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფებისა და ქართული ესტრადის ვარსკვლავების კონცერტი. აღნიშნულ ღონისძიებაზე საკრებულოს თავმჯდომარემ ალექსი გაბისონიამ და გამგებელმა ალექსანდრე გრიგალავამ საპატიო მოქალაქეები დააჯილდოვა მედლებითა და სიგელებით. საპატიო მარტვილელის წოდება მიენიჭა შემდეგ მოქალაქეებს: ნაზი ჯვებენავა, ცაცუნა გეგეჭკორი, რომან რურუა, მურთაზ ხურცილავა, ნუგზარ გაგუა, ნომადი ბართაია, რევაზ მიშველაძე, სოსო სიგუა, ყარამან ფაღავა, ლია ელიავა, გიორგი ხორავა, ალექსანდრე ახვლედიანი.
ჭყონდიდლობის დღესასწაულზე, ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა პეტრემ (ცაავა) წმ. გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ტაძრის საძირკველი აკურთხა, რომელსაც არა ერთი მოწვეული და ადგილობრივი სტუმარი დაესწრო.
ამ დღეს, მუნიციპალიტეტის გამგებელმა ალექსანდრე გრიგალავამ საზეიმო ვითარებაში, ქ. მარტვილში, გამსახურდიას ქუჩა №4-ში სპორტულ-გამაჯანსაღებელი დარბაზი გახსნა. ასევე, გაიხსნა კერძო სკოლა „სხივის“ სპორტული დარბაზი, რომელიც ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლადო ხინჩეგაშვილმა და ოლიმპიადის ბრინჯაოს მედალოსანმა გენო პეტრიაშვილმა გახსნეს.
მარტვილში მიმდინარე ღონისძიებებს დაესწრნენ, სამეგრელო–ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, მარტვილის მაჟორიტარი დეპუტატი სოსო დანელია, საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, პარლამენტის წევრი ზვიად ძიძიგური, აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებელი მამუკა კვიტაშვილი, ქართველი ოლიმპიელები და სხვა მოწვეული სტუმრები.
ჭყონდიდლობის დღესასწაული, დღის ბოლოს საზეიმო კონცერტითა და ფეიერვერკით აღინიშნა. კონცერტში მონაწილეობდნენ : სრულიად საქართველოს ჩოხოსან რაინდთა დასის ანსამბლი ,,შავლეგო“, თეატრალური ინსტიტუტის ქალთა ვოკალური ანსამბლი ,,თეატრონი“, ქართული ესტრადის ვარსკვლავები – ბექა ბროლაძე, მარიკა თხელიძე, დიტო ლაგვილავა და მარიამ ხურცილავა.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content