საკრებულოს რიგგარეშე სხდომა

27 ოქტომბერს, 12:00 სთ–ზე, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. სხდომას თავმჯდომარეობდა საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია, სხდომას ესწრებოდა მუნიციპალიტეტის გამგებელი ალექსანდრე გრიგალავა, გამგებლის მოადგილე მერაბ ქვარცხავა, საკრებულოს აპარატის თანამშრომლები და სხვა დაინტერესებული პირები.

დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო შემდეგი საკითხები:

1.მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 ოქტომბრის რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ;

2.,,მარტვილის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის N41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;

/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/

3.,,მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს სამსახურებისათვის 2016 წლის საწვავისა და საკომუნიკაციო საშუალებების ლიმიტების განაწილების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის N88 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/

4.მარტვილის მუნიციპალიტეტის 9 აპრილის ქუჩა N48-ში მცხოვრებ მოქალაქე მამუკა ჯიქიას სამკურნალოდ თანხის ჩარიცხვის შესახებ.

/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/

საკრებულოს სხდომაზე მიღებულ იქნა შესაბამისი დადგენილება და  განკარგულებები.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content