27 ოქტომბერს სოფელ ნახუნაოს მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაურ ჯახუამ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა. მან მოსახლეობასთან შეხვედრისას, 2016 წელს „სოფლის პროგრამით“ გაკეთებულ სამუშაოებზე ისაუბრა.
სოფელ ნახუნაოში განხორციელდა შემდეგი პროექტები:
- წინაკვერკვეს უბანში ხიდე–ბოგირების მშენებლობა;
- ეცანავეს უბანში გზისა და ხიდების მოწყობა;
- ეჭილაიესა და ესიგუეს უბანში საწრეტი მილების მოწყობა.
მოსახლეობასთან შეხვედრისას გამოიკვეთა სხვადასხვა პრობლემები, და დაისახა გეგმა. ბობოთის უბნიდან ნახუნაოს ცენტრამდე გზის ასფალტის საფარით მოწყობის.