მუნიციპალიტეტის სიმბოლოები

მარტვილის მუნიციპალიტეტის გერბის აღწერილობა

1. მარტვილის მუნიციპალიტეტის გერბი წარმოადგენს ჰერალდიკურ ფარს, რომელიც გაკვეთილია და იყოფა 2 ნაწილად. პირველი ნაწილს უჭირავს ფარის 3/4, ხოლო მეორე ნაწილს ფარის 1/4. გერბის ფარის პირველი ნაწილი წარმოადგენს მეწამულ ველზე ოქროს მუხას, გერბის ფარის მეორე ნაწილი წარმოადგენს ლურჯ ველზე ვერცხლის ირიბ ჯვარს (წმ. ანდრიას ჯვარი)
2. გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი – სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია ჭიშკრით.
3. ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-ლურჯი ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავით ჩაწერილია გერბის დევიზი – „მარტვილი“.

 

 

 

მარტვილის მუნიციპალიტეტის დროშის აღწერილობა

1. მარტვილის მუნიციპალიტეტის დროშა წარმოადგენს მართკუთხედის ფორმის ქსოვილს, რომელიც ჰორიზონტალურად არის გაყოფილი ხუთ ნაწილად. პირველი და მეხუთე ნაწილი წარმოადგენს ლურჯ ველს და უჭირავს დროშის 1/10, მეორე და მეოთხე ნაწილი წარმოადგენს თეთრ ველს და უჭირავს დროშის 1/10, მესამე ნაწილი წარმოადგენს მეწამულ ველს, რომლის ცენტრში გამოსახულია ოქროს მუხა.
2. დროშის პროპორციაა: 2/3.

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content