29 ივნისს, 12 სთ–ზე, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, სხდომას თავმჯდომარეობდა საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია.
დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო შემდეგი საკითხები:
1.მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 ივნისის რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ;
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
2. ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 23 დეკემბრის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
3.მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობების რანგების, თანამდებობების სარგოების ოდენობების განსაზღვრის და საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე;
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
4.„მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების და თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის თაობაზე“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 1 ივნისის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
5.მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების და საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე;
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
6.,,მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 9 სექტემბრის №40 განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე.
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/