3 ივლისს, მარტვილის მუნიციპალიტეტის ტრიფონ ხუხუას სახელობის კულტურის სახლში, მუნიციპალიტეტის თანადგომით ფოლკლორული კონცერტი გაიმართა.
კონცერტში მონაწილეობას შემოქმედებითი ჯგუფები „გუმბათი“ და „ამრა“ იღებდა. ანსამბლების ხელმძღვანელები არიან სოფია ქირია და სოსო კიკვაძე.
ანსამბლების მიერ შესრულებულმა ნომრებმა დიდი მოწონება დაიმსახურა მაყურებელში.