„ლეგენდა მარტვილზე“

10–15 ივლისს მარტვილი   ფოლკლორის მე–2 საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს.

ფოლკლორული ფესტივალი „ლეგენდა მარტვილზე“  მარტვილის მუნიციპალიტეტისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის ჩოხოსან რაინდთა დასის ორგანიზებით იმართება.

საზეიმო გახსნა 10 ივლისს 20 საათზე ქალაქ მარტვილში გაიმართება.

ფესტივალს  11 ივლისს 18 სთ–ზე ჩხოროწყუ, 12 ივლისს 18 სთ–ზე აბაშა, 13 ივლისს 17 სთ–ზე კი ქ. გორი უმასპინძლებს. ხოლო დახურვა 14 ივლისს ქ. მარტვილში 20 სთ–ზე გაიმართება.

საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობას საქართველოს, იტალიის, ბულგარეთის, რუსეთის, ლიტვის, თურქეთის და უკრაინის ქორეოგრაფიულ–ფოლკლორული ანსამბლები და ჯგუფები იღებენ.

ფესტივალს „ლეგენდა მარტვილზე“ საფუძველი 2016 წელს ჩაეყარა და იგი ყოველი წლის ივლისის თვეში გაიმართება.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content