3 ივლისს, 12 სთ–ზე, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია თავმჯდომარეობდა.
დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო შემდეგი საკითხები:
1.მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 3 ივლისის მორიგი სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ;
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
2. მარტვილის მუნიციპალიტეტის ბანძის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მოქალაქე ნანა კეკელიას სამკურნალოდ თანხის ჩარიცხვის შესახებ.
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/