10 ივლისს 20:00 სთ-ზე ქ. მარტვილში, ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალის, „ლეგენდა მარტვილზე“, გახსნის საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
ფესტივალი მარტვილის მუნიციპალიტეტისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის ჩოხოსან რაინდთა დასის ორგანიზებით იმართება.
ღონისძიებაში მონაწილეობა, სხვადასხვა ქვეყნის ფოლკლორული ჯგუფები იღებდნენ. ესენი არიან: საქართველო, ბულგარეთი, ლიტვა, რუსეთი და თურქეთი. მონაწილეებმა კონცერტის დაწყებამდე ნაციონალურ სამოსში გამოწყობილებმა, ქალაქის ცენტრსი საზეიმო მსვლელობა გამართეს, შემდეგ კი, მაყურებლის წინაშე ფოლკლორული ნომრებით წარსდგნენ.
ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები და ადგილობრივი მოსახლეობა დაესწრო.
ფესტივალი 11 ივლისს ჩხოროწყუში გადაინაცვლებს , 12 ივლისს აბაშაში გაიმართება, 13 ივლისს კი მას გორი უმასპინძლებს. დასკვნითი ღონისძიება, ფესტივალის დახურვა კი 14 ივლისს, 20:00 სთ-ზე კვლავ მარტვილში, ღია ცის ქვეშ გაიმართება.