3 აგვისტოს, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა. სხდომას თავმჯდომარეობდა საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია.
სხდომაზე განიხილეს საკითხები, რომელიც გავა საკრებულოს მორიგ სხდომაზე, ორშაბათს, 7 აგვისტოს 12:00 სთ–ზე.
1.,,მარტვილის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 23 დეკემბრის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
2.,,მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის თაობაზე;
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
3.მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების, განთავსების წესის და სანებართვო მოწმობის დამტკიცების შესახებ;
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
4.,,მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს სამსახურებისათვის 2017 წელს საწვავისა და საკომუნიკაციო საშუალებების ლიმიტების განაწილების შესახებ” მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 16 დეკემბრის №77 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
5.მარტვილის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის შესრულების მეორე კვარტლის ანგარიშის მოსმენა და შეფასება;
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
6.პირის მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების (ყოფნის) ფაქტის დამდგენი კომისიის ანგარიშის გაცნობა.
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/