“სამშობლო ჯილდოცაა და სასჯელიც”

2008 წლის 8 აგვისტო გაიხსენეს მარტვილში და პატივი მიაგეს ომში დაღუპული გმირების, მაიორ გელა ჭედიას, სერჟანტ პაატა კოპალიანის, კაპრალ გიზო წულაიას და ლეიტენანტ ბესიკ ხულორდავას ხსოვნას.

ამ დღესთან დაკავშირებით არაერთი ღონისძიება გაიმართა მარტვილში. სახელმწიფო დაწესებულებებში გლოვის ნიშნად დაუშვეს დროშები.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა საჯარო მოხელეებთან ერთად გვირგვინებით შეამკეს დაღუპული გმირების საფლავები და მემორიალი.

გელა ჭედიას მშობლიურ ლეციცხვაიეს საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა ლიტერატურული კომპოზიცია წარმოადგინეს, რომელიც 8 აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს ეძღვნებოდა.

დღის მეორე ნახევარში, მარტვილის კულტურის სახლში, ჭყონდიდელი მიტროპოლიტის მეუფე პეტრეს (ცაავა) ლოცვა–კურთხევით, მარტვილის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერითა და მარტვილის კულტურის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა ლიტერატურული კომპოზიცია “სამშობლო ჯილდოცაა და სასჯელიც”.

ღონისძიებას მეუფე პეტრე, სამღვდელოების წარმომადგენლები, ადგილობრივი ხელისუფლება, დაღუპული გმირების ოჯახის წევრები და ადგილობრივი მოსახლეობა დაესწრო.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content