ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე 2017.

12 აგვისტოს მარტვილის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე აღინიშნა
ამ დღესთან დაკავშირებით, მარტვილის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, ადგილობრივი ბიზნესმენების თანადაფინანსებით და ახალგაზრდების ორგანიზებით არაერთი სპორტული და სანახაობრივი ღონისძიება გაიმართა.
მთელი დღის განმავლობაში ქალაქის ცენტრში მინდინარეობდა შეჯიბრი კალათბურთში, მინი ფეხბურთში, მაგიდის ჩოგბურთში და ლუდის ჩოგბურთში. საღამოს კი ელექტრონული მუსიკის ფონზე გაიმართა ფერების ფესტივალი.
შეჯიბრებებში გამარჯვებული გუნდები და მონაწილეები მუნიციპალიტეტის გამგებელმა სიგელებითა და თასებით დააჯილდოვა.
ახალგაზრდობის საერთაშორისო დღის აღნიშნვა ელექტრონული მუსიკითა და ფეიერვერკით დაგვირგვინდა.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content