მეოთხე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომის გაგრძელება

22 ნოემბერს 16:00 სთ-ზე, 20 ნოემბერს გამართული მე-4 მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაგრძელდა. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია თავმჯდომარეობდა. მას საკრებულოს აპარატი თანამშრომლები,  ადგილობრივი მედია და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო შემდეგი საკითხი:

  1. საკრებულოს მუდმივმოქმედი კომისიების თავმჯდომარეების არჩევა.

/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/

საკრებულოს დეპუტატებმა სხდომაზე 5 მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარეები აირჩიეს.

სამანდატო, საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ აირჩა რამაზ ხურცილავა;
საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ – ზურაბ მელიავა;
ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის და სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ – თორნიკე ჯანაშია;
სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე – გიორგი გაბუნია;
სოფლის მეურნეობის განვითარებისა და ადგილობრივი მნიშვნელობის ბუნებრივი რესურსების გამოყენებისა და მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ – ლაშა ქობალია.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content