24 ნოემბერს, 15:00 სთ–ზე, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია თავმჯდომარეობდა.
დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო შემდეგი საკითხები:
1.მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ;
/მომხსენებელი–ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
2.მარტვილის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის დაბრუნების შესახებ.
/მომხსენებელი–ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
სხდომაზე მიიღეს შესაბამისი განკარგულებები.
საკრებულოს წევრებმა, წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი სპეცრაზმელის, ვანო გოლოშვილიას ხსოვნას.