მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი 60 წლისაა

28 ნოემბერს, საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია მარტვილის გივი ელიავას სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში,  მუზეუმის 60 წლის იუბილეს დაესწრო.

იუბილესთან დაკავშირებით მხარეთმცოდნეობის მუზეუმში გაიმართა ორი ლექცია სხვადასხვა თემაზე, რომელზეც სალომე გურულმა და  ნინო ლორთქიფანიძემ ისაუბრა.

მხარეთმცოდნეობის მუზეუმში სტუმრად იმყოფებოდნენ,  ეროვნული მუზეუმის ის თანამშრომლები რომლებმაც წვლილი შეიტანეს მარტვილის მუზეუმის ნაშრომების შედგენაში.

ლექციის დასრულების შემდეგ ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, საქართველოს ეროვნული მუზეუმის მთავარმა კურატორმა ნინო სულავამ, დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის შრომების პირველი ტომი.

ღონისძიებას ჭყონდიდელი მიტროპოლიტი მეუფე პეტრე (ცაავა), ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მოსწავლეები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content