1 დეკემბერს, 14:00 სთ–ზე, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, ბიუროს სხდომა გაიმართა, სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია თავმჯდომარეობდა. დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო შემდეგი საკითხები:
1.მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ;
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
2.მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობის რანგირების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ;
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
3.მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ბეჭდისა და შტამპის, მერიის სტრუქტურული ერთეულების და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლის ბეჭდებისა და სატიტულო ფურცლების, მერიის თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტების ბლანკების ნიმუშების დამტკიცების შესახებ.
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
ბიუროზე განხილული საკითხები, ბიუროს წევრებმა, საკრებულოს მორიგ სხდომაზე გაიტანეს, რომელიც ორშაბათს, 4 დეკემბერს, 12:00 სთ–ზე, საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართება.