12 იანვარს, 15:00 სთ-ზე, მარტვილის ტრიფონ ხუხუას სახელობის კულტურის სახლში, კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის ორგანიზებით და მარტვილის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, საახალწლო კონცერტი გაიმართა.
საახალწლო ღონისძიება წუთიერი დუმილით დაიყო. დამსწრე საზოგადოებამ პატივი მიაგო ტრაგიკულად გარდაცვლილი ახალგაზრდა გოგონას ხსოვნას, რომლის გარდაცვალების გამო აღნიშნული კონცერტი 29 დეკემბერს გადაიდო და დღეს გაიმართა.
კონცერტის დაწყებამდე, კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის უფროსმა გიორგი ყურუამ დამსწრე საზოგადოებას მიმართა და შობა-ახალი წელი მიულოცა.
ღონისძიებაში მონაწილეობას ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფები იღებდნენ, რომლებმაც ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრები წარმოადგინეს.
საახალწლო კონცერტს ადგილობრივი ხელისულების წარმომადგენლები და მოსახლეობა ესწრებოდა.