მარტვილის მუნიციპალიტეტში, ღია ცის ქვეშ, საახალწლო კონცერტი გაიმართა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ადგილობრივი ქორეოგრაფიული და ვოკალური ანსამბლები.
პროგრამა გამოირჩეოდა მრავალფეროვნებით. მონაწილეებმა შეასრულეს, როგორც ქორეოგრაფიული, ასევე მუსიკალური ნომრები.
დამდეგი ახალი წელი მუნიციპალიტეტის მოსახლეობას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ მიულოცა.
ღონისძიება ელექტრონული მუსიკით გრძელდება. საღამო გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება.