საკრებულოს რიგგარეშე სხდომა

16 აპრილს, 12 სთ-ზე საკრებულოს სხდომათა დარბაზში, საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, ალექსანდრე ახვლედიანი ხელმძღვანელობდა. სხდომას მუნიციპალიტეტის მერი ალექსადნრე გრიგალავა, საკრებულოს აპარატის თანამშრომლები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.
დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო შემდეგი  საკითხები:
1. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 აპრილის რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ;
/მომხსენებელი-ალექსანდრე ახვლედიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მ/შ/
2. ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის ღონისძიებათა 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 5 მარტის №10 დადგენილების ბათილად ცნობის თაობაზე;
/მომხსენებელი-ალექსანდრე ახვლედიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მ/შ/

3.მარტვილის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის ღონისძიებათა 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ.

/მომხსენებელი-ალექსანდრე ახვლედიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მ/შ/
სხდომაზე მიღებულ იქნა შესაბამისი განკარგულებები და დადგენილება.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content