მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე ახვლედიანი, მარტვილის №1 საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში გამართულ ღონისძიებას დაესწრო.
18 აპრილს, 13:00 სთ-ზე, №1 საჯარო სკოლაში ადგილობრივი მოსწავლეების მონაწილეობით გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით-„ჭაბუკები დარჩნენ მარად“, რომელიც ახალგაზრდა გარდაცვლილი პოეტების ხსოვნას მიეძღვნა. მონაწილეებმა მხატვრული, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები წარმოადგინეს.
ღონისძიებას, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე დავით სურმავა, ქ. მარტვილის მაჟორიტარი დეპუტატი დავით ბარამია, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი პაშა გულორდავა, პედაგოგები და მოსწავლეები ესწრებოდნენ.