აკრებულოს ყველა თანამდებობის პირი მმართველი პარტიიდან თანამდებობრივი სარგოს 1/3-ს კორონავირუსთან ბრძოლის “StopCoV” ფონდში გადარიცხავს

საქართველო, ისევე როგორც მთელი მსოფლიო, უდიდესი გამოწვევის წინაშე დგას. პანდემიასთან ბრძოლა თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა. აქედან გამომდინარე, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მმართველი პოლიტიკური გუნდი უერთდება პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ინიციატივას და მომდევნო სამი თვის განმავლობაში საკრებულოს ყველა თანამდებობის პირი მმართველი პარტიიდან თანამდებობრივი სარგოს 1/3-ს კორონავირუსთან ბრძოლის “StopCoV” ფონდში გადარიცხავს. ყოველთვიურად გადარიცხული თანხა 8206 ლარს შეადგენს. ერთად ვებრძოლოთ კორონავირუსს.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content