“მომავლის თასი”–ს კენჭისყრა

30 აგვისტოს  მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის სააქტო დარბაზში საფეხბურთო ტურნირის– „მომავლის თასი“-ს კენჭისყრას დაესწრო.

კენჭისყრაზე დამსწრე საზოგადოებისთვის დინამოს აკადემიის მიერ ჩატარებული ღონისძიებების პრეზენტაციაც მოეწყო.

„მომავლის თასის“ გათამაშება პირველ სექტემბერს დაიწყება და მასში  მონაწილეობას სხვადასხვა რეგიონის 8 გუნდი მიიღებს, ესენია: „დინამო“ თბილისი, „დინამო“ მარტვილი, „კოლხეთი“ ხობი, „კოლხეთი“  ფოთი, „გურია“ ლანჩხუთი, „ბაია“ დინამო, „მარგვეთი“ ზესტაფონი და  „სამტრედია“ სამტრედია.

ტურნირის ორგანიზატორია მარტვილის საფეხბურთო სკოლა და იგი „დინამო“ თბილისის დაფინანსებით იმართება.

კენჭისყრას მარტვილის მუნიციპალიტეტის ხელისუფლების წარმომადგენლები, დინამოს აკადემიის ფეხბურთელები, მწვრთნელები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content