30 აგვისტოს, 12:00 სთ–ზე, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, საფინანსო–საბიუჯეტო საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომას კომისიის თავმჯდომარე ზურაბ მელიავა უძღვებოდა.
დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო შემდეგი საკითხები:
1.„მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლის შემოღების, ოდენობის განსაზღვირსა და გადახდის წესის ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №60 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
/მომხსენებელი– ზურაბ მელიავა, კომისიის თავმჯდომარე/
2.მარტვილის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის შესრულების მეორე კვარტლის მიმოხილვა ნაჯარდი ჯამით.
/მომხსენებელი– ზურაბ მელიავა, კომისიის თავმჯდომარე/