მარტვილის საფეხბურთო სკოლის ბაზაზე „მომავლის თასი“-ს ფინალური შეხვედრა და დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
5 სექტემბერს, 19:00 სთ-ზე, სოფელ სერგიეთში, საფეხბურთო ბაზის მოედანზე „მომავლის თასი 2018“-ის დასკვნითი ეტაპი გაიმართა. ტურნირმა სტარტი 1 სექტემბერს აიღო და მასში მონაწილეობა საქართველოს 8 გუნდმა მიიღო – „დინამო“ თბილისი, „დინამო“ მარტვილი, „კოლხეთი“ ხობი, „კოლხეთი“ ფოთი, „გურია“ ლანჩხუთი, „ბაია“ ზუგდიდი, „მარგვეთი“ ზესტაფონი და „სამტრედია“ სამტრედია. ჩემპიონატი მარტვილის საფეხბურთო სკოლის ორგანიზებითა და „დინამო“ თბილისის დაფინანსებით ჩატარდა.
ფინალური შეხვედრა „დინამო“ მარტვილსა და „დინამო“ თბილისს შორის გაიმართა, რომელიც თბილისელების გამარჯვებით დასრულდა.
ღონისძიებას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გრიგალავა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის აპარატის უფროსი ლაშა გვასალია, დინამოს აკადემიის მწვრთნელები, მშობლები და გულშემატკივრები ესწრებოდნენ.
ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელები და გამარჯვებული გინდი თასებითა და მედლებით დააჯილდოვეს.