საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალი

მარტვილის მუნიციპალიტეტში არსებულ “ბერმუხა”-ს საფეხბურთო მოედანზე, ადგილობრივ სოფლებს შორის მიმდინარე ჩემპიონატის ფინალი გაიმართა.
ფინალში ერთმანეთს მარტვილის “ცენტრი” და სოფელი “სერგიეთი” დაუპირისპირდნენ.
შეხვედრამ დაძაბულ ორთაბრძოლაში ჩაიარა და გამარჯვებულის გამოსავლენად, თერთმეტმეთრიანი დარტყმების სერია დაინიშნა, რომელშიც წარმატება სოფელ “სერგიეთ”-ს დარჩა.
ფინალურ შეხვედრას ადგილობრივ მოსახლეობასთან ერძთად, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გივი ელიავა და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი გაბრიელ სიგუა დაესწრნენ.
ფინალის ბოლოს ტურნირის გამორჩეული მოთამაშეები სიმბოლური პრიზებით დაჯილდოვდნენ.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content