19–20 სექტემბერს მარტვილში, სასტუმრო „მარტვილი პალასი“ –ს სააქტო დარბაზში, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებისთვის გაიმართა ტრენინგი „ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტირება“ –სთან დაკავშირებით.
ტრენინგი ჩატარდა NDI -ს ორგანიზებითა და USAID – ს მხარდაჭერით და მას საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ლექტორი ნინო ლოლაძე უძღვებოდა.
ტრენინგს მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები და აპარატის თანამშრომლები ესწრებოდნენ.