მარტვილის მუნიციპალიტეტი „ჭყონდიდლობის“ დღესასწაულის აღსანიშნავად ემზადება.
მარტვილში „ჭყონდიდლობა“ ტრადიციულად 25 სექტემბერს იმართება. ამ დღესთან დაკავშირებით დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიებები.
პროგრამა:
09:00 საათი – საზეიმო წირვა მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში;
11:00 საათი – წმ. გიორგი ჭყონდიდელის ძეგლის გვირგვინით შემკობა;
14:00 საათი– ჭყონდიდლობისადმი მიძღვნილი გალა–კონცერტი ადგილობრივი შემოქმედებითი კოლექტივების მონაწილეობით;
18 :00 საათი– ,,ჭყონდიდობისადმი“ მიძღვნილი გალა–კონცერტი ქართველი ესტრადის ვარსკვლავების მონაწილეობით–ვერიკო ტურაშვილი, მაკა ზამბახიძე, სალომე ბაკურაძე, გიორგი არჩვაძე;
10:00 –18:00 საათი – სხვადასხვა სპორტული და კულტურული ღონისძიებები სასპორტო სკოლის ეზოსა და მუზეუმის საგამოფენო დარბაზებში.