საკრებულოს განცხადება

მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო უერთდება გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიან კამპანიას, რომელიც 25 ნოემბერს – ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს იწყება და გმობს ყველა სახის გენდერულ ძალადობას.
ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობა, როგორც ადამიანის უფლებათა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დარღვევა, ძალთა უთანასწორობის გამოვლენას წარმოადგენს და გენდერული ნიშნით განხორციელებული ძალადობის სტრუქტურული ბუნებით ხასიათდება.
ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა არ წარმოადგენს მხოლოდ ერთი ინსტიტუტის პასუხისმგებლობას, იგი მთლიანად სახელმწიფოს, საზოგადოების თითოეული წევრის პასუხისმგებლობაა და საჭიროებს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ძალისხმევის გაერთიანებას და კოორდინირებულ მუშაობას.
გენდერული ძალადობის პრევენციის მიზნით მარტვილის მუნიციპალიტეტში შექმნილია მარტვილის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო, რომლის ამოცანებსა და ფუნქციას წარმოადგენს: მარტვილის მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების ანალიზის განხორციელება და საჭიროების შემთხვევაში გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად წინადადებების შემუშავება, გენდერული თანასწორობის დარღვევის თაობაზე წარდგენილი განცხადებების, დოკუმენტაციის და სხვა ინფორმაციის განხილვა, მათზე რეაგირების მოხდენა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება თავისი კომპეტენციის ფარგლებში, წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის ან/და საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსათვის წარსადგენად და სხვა.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content