საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ელზა ჯგერენაია, მარტვილის საკრებულოს სხომათა დარბაზში საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა და საზღვარგარეთ ლეგალურად დასაქმების პროექტის შესახებ ინფორმაცია გააცნო.
➡დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების 2018 წლის სახელმწიფო პროგრამის მიზანია ქვეყანაში შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკისა და დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარება/განხორციელება.
🔵პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებებია:
▶შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემის (www.worknet.gov.ge) განვითარება;
▶შრომის ბაზარზე ინდივიდუალური და ჯგუფური კონსულტირებების გაწევა მუნიციპალურ დონეზე;
▶საშუამავლო მომსახურების გაწევა-განვითარება;
▶პროფესიული კონსულტაციისა (პროფკონსულტაცია) და კარიერის დაგეგმვის მომსახურებების გაწევა მუნიციპალურ დონეზე;
▶მოწყვლადი, დაბალკონკურენტუნარიანი ჯგუფების დასაქმების ხელშემწყობი მექანიზმების შემუშავება და დანერგვა (შრომის ანაზღაურების სუბსიდირების გზით);
▶დასაქმების ფორუმების მოწყობა;
შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიებისა და საჭირო ცოდნისა და უნარ-ჩვევების გამოვლენის მიზნით, თვისებრივი კვლევების განხორციელება და მონიტორინგი, მინიმუმ წელიწადში ერთხელ;
▶მასობრივი საინფორმაციო საშუალებების წარმომადგენლებისა და საზოგადოების დაინტერესებული მხარეებისა (ადგილობრივი არასამთავრობო/საერთაშორისო ორგანიზაციები, სოციალური პარტნიორები, დამსაქმებლები, დასაქმების კერძო სააგენტოები) და სამუშაოს მაძიებლებისთვის ცნობიერების ამაღლების მიზნით, დასაქმების თემებზე ტრენინგების/სემინარების ორგანიზება და საინფორმაციო ბუკლეტების დაბეჭდვა;
▶დასაქმების ხელშეწყობის საკითხებსა და არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით, სოციალურ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით, შემაჯამებელი კონფერენციის მოწყობა.
✅შეხვედრას მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია, მარტვილისა და აბაშის მაჟორიტარი დეპუტატის ოთარ დანელიას ბიუროს უფროსი სოფიო გაბისონია, სოციალური სამსახურის წარმომადგენლები და დასაქმების პროგრამით დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.