ტრენინგი-„მედიასთან ურთიერთობა, კომუნიკაცია და დებატები

14-15 დეკემბერს, ბორჯომში, სასტუმროში „ბორჯომი ლიკანი“ ეროვნულ-დემოკრატიულმა  ინსტიტუტმა (NDI) ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში პარტნიორი მუნიციპალიტეტების მარტვილისა და ქ. ქუთაისის საკრებულოს წევრებისთვის ჩაატარა ტრენინგი თემაზე   „მედიასთან ურთიერთობა, კომუნიკაცია და დებატები“. ტრენინგზე განხილულ იქნა მედიასთან თანამშრომლობისა და ეფექტური საჯარო გამოსვლის საკითხები, მოლაპარაკებების ტექნიკა, კონსტრუქციული ფორმალური და სატელევიზიო დებატები და პრეს-ბრიფინგი. ტრენინგს უძღვებოდნენ საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის დირექტორი თინათინ ცერცვაძე და ჟურნალისტი და მედია ტრენერი, თამარ ჩიხლაძე. აღნიშნულ ტრენინგს მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოდან ესწრებოდნენ: საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე ახვლედიანი, ფრაქცია ,,ქ. ო.”-ს თავმჯდომარე ლევან სურმავა, კომისიის თავმჯდომარეები რამაზ ხურცილავა, თორნიკე ჯანაშია და ზურაბ მელიავა, ფრაქციის თავმჯდომარე ბორის მიქავა, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე დათო ხელაია და საკრებულოს წევრი გიზო ხარებავა.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content