მარტვილში იუსტივიის სახლი საზეიმოდ გაიხსნა.

12 დეკემბერს იუსტიციის მინისტრმა თეა წულიკიანმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ და მარტვილისა და აბაშის მჟორიტარმა დეპუტატმა ოთარ დანელიამ, მარტვილში ახალი თანამედროვე სტანდარტების იუსტიციის სახლი გახსნეს.

მარტვილის იუსტიციის სახლი რიგით მესამე ფილიალია სამეგრელოს რეგიონში, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა სახელმწიფო და კერძო სექტორის 400-ზე მეტი სერვისის მიღებას მინიმალურ დროსა და კომფორტულ გარემოში შეძლებს. იუსტიციის სახლთან ერთად მარტვილში ქორწინების სახლიც გაიხსნა, იუსტიციის სახლი არქიტექტორ მიხეილ გიორგობიანის პროექტით აშენდა და  ის 531 კვადრატულ მეტრს შეადგენს.

ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ იუსტიციის სახლის გახსნის აღსანიშნავად მარტვილში გრანდიოზული კონცერტი გაიმართა, მოეწყო გასართობი ღონისძიებები ბავშვებისათვის, საღამო კი ფოიერვერკით დასრულდა.

მარტვილში იუსტიციის სახლის გახსნას საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად და მოწვეულ სტუმრებთან ერთად დაესწრო .

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content