13 ივნისს, 12:00 სთ–ზე, საკრებულოს სხდომათა დარბაზში საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია უძღვებოდა.
სხდომამ განიხილა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:
1. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 13 ივნისის რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ;
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
2. ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობების რანგირების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
/მომხსენებელი-დარეჯან ხუნწელია, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის-იურიდიული განყოფილების უფროსის მ/შ/
3. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის ,,ქართული ოცნება-მრეწველების“ შექმნასთან დაკავშირებით მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომისიის დასკვნის ცნობად მიღების შესახებ.
/მომხსენებელი–რამაზ ხურცილავა, კომისიის თავმჯდომარე/
სხდომამ აღნიშნულ საკითხებზე მიიღო შესაბამისი დადგენილება და განკარგულებები.