12 ივლისს, 14:00 სთ–ზე, საკრებულოს სხდომათა დარბაზში საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია უძღვებოდა.
სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:
1. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 12 ივლისის რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ;
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
2. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სსიპ ,,საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი“-სთვის უსასყიდლოდ სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ მარტვილის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე;
/მომხსენებელი-ცოტნე კაკულია, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, ქონების მართვისა და სტატისტიკის სამსახურის უფროსის მ/შ/
3. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების ა(ა)იპ ,,სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო“-სთვის უსასყიდლოდ სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ მარტვილის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე.
/მომხსენებელი-ცოტნე კაკულია, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, ქონების მართვისა და სტატისტიკის სამსახურის უფროსის მ/შ/
მიღებულ იქნა შესაბამისი განკარგულებები.