დღეს მარტვილის მუნიციპალიტეტის მეხუთე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა.
საკრებულოს პირველი სხდომა მარტვილის №65-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გახსნა, რის შემდეგაც სხდომას საკრებულოს უხუცესი წევრი ირინა გადელია გაუძღვა.
აღნიშნულ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარედ ლევან სურმავა იქნა არჩეული.
საკრებულოს სხდომას მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია დაესწრო.
საკრებულოს წევრების გადაწყვეტილებით პირველი სხდომა გაგრძელდება მიმდინარე წლის 8 დეკემბერს, 12 საათზე, სადაც მოხდება დღის წესრიგით გათვალისწინებული დანარჩენი საკითხების განხილვა.