8 თებერვალს, 13:00 სთ-ზე, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ზურაბ მელიავა უძღვებოდა.
სხდომზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:
1. „მარტვილის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 26 ნოემბრის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
/მომხსენებელი-ზურაბ მელიავა, კომისიის თავმჯდომარე/
2. მარტვილის მუნიციპალიტეტს მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ანგარიში 2021 წლის განმავლობაში გაწეული მუშაობის შესახებ.
/მომხსენებელი-ზურაბ მელიავა, კომისიის თავმჯდომარე/
სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მ/შ ბონდო თოფურია პასუხობნენ.