8 თებერვალს, 14:00 სთ-ზე, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის და სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე შასლვა ბახია უძღვებოდა.
სხდომამ განიხილა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:
1.მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ;
/მომხსენებელი-შალვა ბახია, კომისიის თავმჯდომარე/
2.ეკონომიკური განვითარების ქონების მართვისა და სტატისტიკის სამსახურის მიერ 2021 წელს გაწეული ანგარიშის შესახებ.
/მომხსენებელი-შალვა ბახია, კომისიის თავმჯდომარე/
3. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის ანგარიში.
/მომხსენებელი-შალვა ბახია, კომისიის თავმჯდომარე/