გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში (UNDP) პროექტის „რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა – ფაზა 2“ – ის ფარგლებში ბათუმში ჩატარდა ტრენინგები ადგილობრივი თვითმმართველობების წარმოდგენლებთან, თემაზე „მუნიციპალიტეტის როლი ადგილობრივ ეკონომიკურ განვითრებაში“.
ტრენინგებში, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი, თორნიკე ჯანაშია და მერიის ქონების მართვის სამსახურის თანამშრომლები მონაწილეობდნენ.
შეხვედრაზე დეტალურად იქნა განხილული მუნიციპალიტეტების როლი ადგილობრივ დონეზე ეკონომიკის განვითრებაში, შეფასების ინსტრუმენტები, მუნციპალიტეტების საინვესტიციო პოტენციალი და გამოწვევები, ბიზნესის მხარდამჭერი მექანიზმები. ტრენინგი ჩაატარეს ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრის (CTC) წარმომადგენლებმა.
პროექტი ხორციელდება საქართველოს რეგიონალური განვითრებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, შვეიცარიის განვითარებისა და თანმშრომლობის სააგენტოს (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) მხარდაჭერით.