სამანდატო, საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომისის სხდომა

11 მარტს, 12:00 სთ-ზე, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, სამანდატო, საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომისის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე კახაბერ ჯგერენაია უძღვებოდა.

სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:

  1. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თავმჯდომარის ვლადიმერ დანელიას ა/წლის 28 იანვრის განცხადების განხილვის თაობაზე; /მომხსენებელი- კახაბერ ჯგერენაია, სამანდატო, საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე/
  2. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების (არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ფართობით 1537კვ.მ. და მასზე განთავსებული N1, N2, N3 ნაგებობები ს.კ. 41.08.36.487) მარტვილის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრისთვის ს.ნ. 235447628 უსასყიდლო უზუფრუქტის წესით (არსებობის ვადით) გადაცემის თაობაზე მარტვილის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ; /მომხსენებელი- კახაბერ ჯგერენაია, სამანდატო, საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე/
  3. მარტვილის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 2021 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მოსმენისა და შეფასების თაობაზე; /მომხსენებელი- კახაბერ ჯგერენაია, სამანდატო, საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე/
  4. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირების (პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების-სამსახურის უფროსების) ანგარიშის შეფასება 2021 წელს გაწეული მუშაობის შესახებ; /მომხსენებელი- კახაბერ ჯგერენაია, სამანდატო, საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე/
  5. მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მართვის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშის განხილვის თაობაზე. /მომხსენებელი- კახაბერ ჯგერენაია, სამანდატო, საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე/ 6. ქ. მარტვილის ადმინისტრაციულ ერთეულში, თავისუფლების ქუჩაზე მდებარე მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების (სასოფლო სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი ს.კ: 41.09.37.230 ფართობი 992 კვ.მ) მარტვილის მუნიციპალიტეტის გივი ელიავას სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმისთვის, უსასყიდლო უზუფრუქტის წესით ( არსებობის ვადით) გადაცემის თაობაზე მარტვილის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ. /მომხსენებელი- კახაბერ ჯგერენაია, სამანდატო, საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე/
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content