მარტვილის მუნიციპალიტეტიდან, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, ჰუმანიტარული დახმარების მეორე ეტაპის ტვირთი უკრაინაში გაიგზავნა.
პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულებისა და მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ჩართულობით, პროცესი მთელი საქართველოს მასშტაბით ხორციელდება.
მარტვილის მუნიციპალიტეტში, საჯარო მოხელეების, სამოქალაქო სექტორისა და ბიზნესის შეგროვილი თანხით უკრაინელი ხალხისთვის პირველადი მოხმარების ნივთები შეიძინეს, რაც დანიშნულების ადგილას სხვა მუნიციპალიტეტების ჰუმანიტარულ ტვირთთან ერთად გაიგზავნა.
შეგახსენებთ რომ პირველ ეტაპზე საქართველოს რეგიონებში შეგროვილი 150 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი უკრაინაში უკვე ჩასულია.