მარტვილში უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვების მეორე ეტაპი დასრულდა.
პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულებისა და მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ჩართულობით, პროცესი მთელი საქართველოს მასშტაბით ხორციელდება.
მარტვილის მუნიციპალიტეტში, საჯარო მოხელეების, სამოქალაქო სექტორისა და ბიზნესის შეგროვილი თანხით უკრაინელი ხალხისთვის პირველადი მოხმარების ნივთები შიძინეს და გასაგზავნად გაამზადეს. აღნიშნულ პროცესში აქტიურად იყო ჩართული მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან სურმავა. ტვირთი დანიშნულების ადგილას უახლოეს დღეებში სხვა მუნიციპალიტეტების ჰუმანიტარულ ტვირთთან ერთად გაიგზავნება.
შეგახსენებთ რომ პირველ ეტაპზე საქართველოს რეგიონებში შეგროვილი 150 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი უკრაინაში უკვე ჩასულია.