ფილმების საჯარო განხილვა

📌27 აპრილს, მარტვილის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლის დარბაზში , მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, ფილმების საჯარო ჩვენება-განხილვა გაიმართა.
🎥ფილმის განხილვაზე ნაჩვენები იყო: აკირა კუროსავას „ყვავები“ და იგივე რეჟისორის „ნამქერი“, ასევე „წითელი ფუჯის მთა“ და „8 წუთი“.
✅ფილმების ჩვენებას მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან სურმავა და მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია დაესწრო. ხელისუფლების წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას აღდგომის დღესასწაული მიულოცეს, ახალგაზრდებს მსგავს პროექტებსა და სხვადასხვა ღონისძიებებში აქტიურად მონაწილეობისკენ მოუწოდეს და თავიანთი მხრიდან მხარდაჭერას დაჰპირდნენ.
🎤ჩვენების ბოლოს, ფილმების შეჯამება, დისკუსია და განხილვა გაიმართა, რომელშიც მარტვილისი საჯარო სკოლების მოსწავლეები, მასწავლებლები და დამსწრე საზოგადოება იღებდა მონაწილეობას.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content