ღონისძიებას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან სურმავა და სკოლის მოსწავლეები ესწრებოდნენ.
ჩვენების შემდეგ ფილმებში წამოჭრილი პრობლემების განხილვა გაიმართა, რომელშიც აქტიურად ჩაერთვნენ მოწვეული სტუმრები და მოსწავლე-ახალგაზრდები. პარალელურად ახალგაზრდებმა წამოაყენეს თავიანთი იდეები, ინიციატივები და წინადადებები, რომლებიც მარტვილის განვითარებას შეეხებოდა.