მიწის სისტემური რეგისტრაცია

მარტვილის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ პარკში, მიწის სისტემური რეგისტრაცია 2024-ის ფარგლებში, იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა, მიწის სისტემური რეგისტრაციის საკითხებზე მოქალაქეებთან შეხვედრა გამართეს.
საკონსულტაციო შეხვედრაზე მოქალაქეებს მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმაზე ინფორმაცია მიეწოდათ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა მოქალაქეებს სამართლებრივი კონსულტაცია გაუწიეს, სახელმწიფო რეფორმის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიაწოდეს და მსურველებს slr.napr.gov.ge პორტალზე რეგისტრაციაში დაეხმარნენ.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში მოსახლეობასთან კონსულტაციები მთელი ქვეყნის მასშტაბით ტარდება. მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო კერძო, სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს სრულად აზომავს, დაარეგისტრირებს და მონაცემთა ერთიან ბაზას შექმნის. სისტემური რეგისტრაციის რეფორმის დასრულების თარიღად გამოცხადებულია 2025 წლის პირველი იანვარი.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content