18 აგვისტოს, 12:00 სთ-ზე, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ლევან სურმავა ხელმძღვანელობდა.
ბიურომ დაამტკიცა დღის წესრგით გათვალისწინებული ის საკითხები, რომელიც 18 აგვისტოს, 12:30 საათზე, გასამართ საკრებულოს მორიგ სხდომაზე გავა განსახილველად.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები:
1.მარტვილის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის შესრულების მეორე კვარტლის მოსმენისა და შეფასების თაობაზე;
/მომხსენებელი-ლევან სურმავა, საკრებულოს თავმჯდომარე/
- მარტვილის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დადგენის შესახებ.
/მომხსენებელი-ლევან სურმავა, საკრებულოს თავმჯდომარე/