გაეროს ბავშვთა ფონდის, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ჰელფინგ ჰენდი’’ იმუნიზაციისა და ვაქცინოლოგიის ასოციაციასთან ერთად მოზარდებისთვის ახორციელებს მოხალისეობრივ საგანმანათლებლო პროექტს “საქართველოს ახალგაზრდები ვაქცინაციისთვის”.
პროგრამის ფარგლებში, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მოზარდმა მოხალისეებმა. მოზარდებმა დამსწრე აუდიტორიას პროგრამის ფარგლებში მიღწეული წარმატება გაუზიარეს და ასევე ისაუბრეს მომავალ გეგმებზე, არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო აქტივობებზე.
პროექტის მიზანია მოხალისეობის პოპულარიზაცია, და ასევე ვაქცინაციის შესახებ მოზარდების ინფორმირება, მათი ჩართულობისა და მონაწილეობის გაზრდა, რათა ხელი შეუწყოთ ვაქცინაციის მაჩვენებლის გაზრდას პროექტში ჩართულ მოხალისეთა კლუბებს საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში.